Sunday, March 27, 2011

tbilisis kultura

მთაწმინდაზე დამკვიდრებული დავითი კვირაში ერთ დღეს ჩადიოდა თბილისში და ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას. თავისი ქადაგებით მან ბევრი კერპთაყვანისმცემელი მოაქცია, თუმცა მტერიც მალე გაუჩნდა. ქურუმებს სურდათ დავითი თბილისიდან განედევნათ და ცეცხლის თაყვანისცემა ისევ გაეგრძელებინათ. ამ ბოროტი განზრახვის აღსასრულებლად მათ ცილისწამებას მიმართეს: მოისყიდეს ფეხმძიმე დედაკაცი და მასთან მრუშობა დასწამეს მამა დავითს. ამით მოგვებს წმ. ბერის სახელის დამცრობა უნდოდათ.

      ერთ დღეს, როცა მამა დავითი თბილისის მოედანზე შეკრებილ ხალხს უქადაგებდა, მოვიდნენ მოგვები, თან ის დედაკაცი მოიყვანეს და საჯაროდ ბრალი დასდეს მამა დავითს. ის ძლიერ გაკვირდა, აღაპყრო ხელები მაღლა და უფლისაგან შველა ითხოვა. ამ დროს მოგვები და ცეცხლთაყვანისმცემლები დავითის დასჯას ითხოვდნენ. მაშინ წმ. ბერმა სიტყვით მიმართა ხალხს, ღმერთია მოწამე, დამნაშავე არ ვარ და უკეთუ ჩემი ბრალმდებელნი მართალნი არიან, თვით უფალი გვიჩვენებსო ამას.

 შემდეგ იმ დედაკაცს სთხოვა სიმართლე ეთქვა, მაგრამ დედაკაცი უნამუსოდ სდებდა ბრალს მამა დავითს. მაშინ წმინდა ბერი უფალს შეევედრა ხალხისთვის სასწაული ეჩვენებინა. აიღო კვერთხი, რომელსაც თავში პატარა ჯვარი ჰქონდა, შეეხო დედაკაცის მუცელს და უფლის სახელით ჩვილს უბრძანა ეუწყებინა, ვინ იყო მამამისი. ჩვილმა მყისვე ამოიღო ხმა დედის მუცლიდან და სხვაზე აჩვენა. ყველა განცვიფრებული იყო ამ სასწაულის ხილვით. მაშინ მამა დავითმა იმ დედაკცს უთხრა: ,, შენ ქვას შობ”. აღელვებულმა ხალხმა კი დედაკაცი ქვით ჩაქოლა.

 იმ ქალმა მართლა შვა თუ არა ქვა, არ ვიცით, მაგრამ იმ ადგილას აშენებულ წმ. გიორგის ეკლესიას დაერქვა ქაშვეთი.



 გამოყენებული ლიტერატურა: დეკანოზი ზაქარია ( მაჩიტიძე ) - ,, წმინდანთა ცხოვრება”






 http://publish.dlf.ge/vaxtangvi/davitgarejeli/qashvetis%20eklesia.htm

No comments:

Post a Comment